სახალხო დამცველმა ანტიკორუფციული ბიუროს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2023 წლის 22 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს, გამოცდილება გააზირეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თავის მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მნიშვნელობაზე და მისი გაძლიერებისა და განვითარებისათვის სახალხო დამცველის აპარატის აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პირდაპირ კავშირშია საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებასა და შემდგომ, მის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან.