ახალი ამბები

სახალხო დამცველმა #11 არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

2025 წლის 3 აპრილს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური სამსახურის #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება მოინახულა.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი საკნები, ეზო და საერთო სავარჯიშო სივრცე; გაეცნო არასრულწლოვანთა განთავსების პირობებს, ასევე, მიმდინარე სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს; ესაუბრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)