ახალი ამბები

სახალხო დამცველის ვიზიტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში

2024 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კახეთის რეგიონში, სოფელ საქობოსა და სოფელ გრემში მდებარე შშმ პირთა სათემო მომსახურებები მოინახულა და დაწესებულებებში მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა სათემო მომსახურებების ფიზიკური გარემო, ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცეები, სველი წერტილები, ეზო, შეხვდა და გაესაუბრა სათემო ორგანიზაციების ადმინისტრაციას, თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციებში უსაფრთხო გარემოსა და პირობებზე, სანიტარულ მდგომარეობაზე, სათანადო კვებასა და ზრუნვის ასპექტებზე, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური აქტივობის ხელშემწყობის მნიშვნელობაზე.

სახალხო დამცველი განაგრძობს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობაზე, არსებულ სათემო მომსახურებებში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მონიტორინგს.

სათემო ორგანიზაციებში სახალხო დამცველთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და ცენტრალური აპარატისა და რეგიონული ოფისის თანამშრომლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)