სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
2024 წლის 18 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მნიშვნელობაზე, სახალხო დამცველის პოზიციასა და ჩართულობაზე სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების თვალსაზრისით, ასევე განიხილეს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებათა (ამიკუსის) გაზიარების საკითხები და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა საქმეების სასამართლო განხილვის პროცედურები.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.