ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტი ირლანდიაში - საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გამოცდილების გაზიარების მიზნით

2022 წლის 20-22 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, სადაც შეხვედრები გამართეს ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კომისიის წარმომადგენლებთან, ირლანდიის ომბუდსმენისა და ირლანდიის ბავშვთა ომბუდსმენის ოფისების თანამშრომლებთან.

ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ორგანიზაციების გამოცდილებას ევროპის სოციალური ქარტიის ალტერნატიული ანგარიშების მომზადების, სამუშაოს დაგეგმვის, მათ მიერ სოციალური უფლებების მონიტორინგის, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება/დამუშავების და ევროპის სოციალური ქარტიის იმპლემენტაციაში ჩართულობის თაობაზე.

სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური ქარტიის შესაბამისი მუხლების რატიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე.

ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაეცნენ ორგანიზაციების უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობას მათ შორის ირლანდიის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კომისიის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშროლობის გამოცდილებას და მის მიერ საგრანტო დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატი გეგმავს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება აპარატის სამომავლო საქმიანობაში გაითვალისწინოს და კიდევ უფრო ეფექტური გახადოს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვაზე ზედამხედველობა.

სასწავლო ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებადი პროექტის - „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში და მან ღირებული გამოცდილება შესძინა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)