ახალი ამბები

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის პრევენციული ვიზიტი შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში

2025 წლის 24 და 25 სექტემბერს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი პრევენციული ვიზიტით იმყოფებოდა შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში. პრევენციული ვიზიტის მიზანს ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტთა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის კუთხით არსებული მდგომარების შესწავლა წარმოადგენდა. პრევენციული ვიზიტით ასევე შეფასდა, მიუწვდებათ თუ არა პაციენტებს ხელი სამართლებრივი დაცვის გარანტიებზე, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა სერვისებზე და რამდენად შეესაბამება მათი განთავსების პირობები საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.

დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში განხორციელებულ ვიზიტებთან შედარებით, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია. პაციენტები ფსიქიატრიულ დახმარებას ძირითადად ნების საწინააღმდეგოდ, უკიდურესად დამთრგუნველ, ქაოტურ და დაძაბულ გარემოში იღებენ და ეზოში, სუფთა ჰაერზე 1 საათით გასვლის შესაძლებლობაც კი არ ეძლევათ. პალატებში სიმჭიდროვის, სანიტარული პრობლემების, პერსონალის და აქტივობების ნაკლებობასთან ერთად პაციენტები ძალადობის და ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების წინაშე დგანან.

ანგარიშში გაანალიზებულია დაწესებულებისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გამოწვევები, აქედან გამომდინარე, შეთავაზებულია დაწესებულებაზე მორგებული რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)