სახალხო დამცველის შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოების საკითხებს, შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და უმცირესობათა ჯგუფების გამოწვევებს.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა გაეროს წარმომადგენლობასთან მრავალწლიან ურთიერთობას და თანამშრომლობის გაძლიერების და გაღრმავების მნიშვნელობას.