ახალი ამბები

სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე

2020 წლის 6 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ დასაქმების ადგილზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხორციელდებოდა დისკრიმინაციული ქმედებები, რომლებიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. დისკრიმინაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც მის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო, სამსახურში მიმოსვლის წესების დარღვევის საფუძვლით.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა შრომით ურთიერთობებში შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის გამოვლენის ტესტსა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხებზე. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა იმ გავლენებს, რასაც პანდემია ახდენს დასაქმების ადგილებში თანასწორობის თვალსაზრისით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)