სახალხო დამცველის საახალწლო მილოცვა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალ წელს ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, უსურვებს მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას.
„ამ ბრწყინვალე, ყველასთვის სასიხარულო და საყვარელი დღესასწაულის დადგომით ვისურვებდი მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების, სამართლიანი სასამართლოს, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და შესაძლებლობა. მინდა 2019 წელი იყოს მძიმე სოციალური პრობლემების დაძლევის, ახალი წარმატებების და იმედების გამართლების წელი.“
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია