ახალი ამბები

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ

2019 წლის 30 მაისს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ქალბატონ ბერბელ კოფლერს, გერმანელ დიპლომატებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა სტუმრებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატი და საქმიანობა გააცნეს. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ პენიტენციური სისტემის მიმართულებით არსებულ ძირითადი გამოწვევებითა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობით. ასევე ისაუბრებს სახელმწიფოს მხრიდან სახალხო დამცველის დაფინანსებასა და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის მხარდაჭერის მიმართულებით.

.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)