ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე შვეიცარიის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

2022 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი შვეიცარიის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ანალიტიკოსს ქალბატონ სილვია ჰუბშმიდსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ურს ბირს შეხვდა.

შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების, მედიცინის დაფინანსების, ონკოლოგიური დაავადებების სახელმწიფო პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, განსაკუთრებით ბავშვთა სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. ასევე, ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში დისკრიმინაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.

შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს, იუსტიციის ფედერალური დეპარტამენტისა და პოლიციის დელეგაციის მიზანი ჯანდაცვისა და თანაბარი მოპყრობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღებაა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)