ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

2025 წლის 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ევროპის დეპარტამენტის უფროსს კაროლინ რამაეკერსის, განყოფილების ოფიცერს მატიას ჰერვეიერს და ნიდერლანდების მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს მაურის პაულუსენს შეხვდა.

შეხვედრაზე ირინე ჩიხლაძემ სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა ინსტიტუციის როლზე მიმდინარე მოვლენებში და საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშში არსებულ შეფასებებზე, მათ შორის, მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებსა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს. რომ ნიდერლანდების სამეფო მხარს უჭერს ადამიანის უფლებების განვითარებას საქართველოში და ამ მიზნით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს სახალხო დამცველთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)