ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ჩვენ ვგმობთ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება არის მიუღებელი აგრესიის აქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. ომი დამანგრეველია და იგი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ადამიანის უფლებათა არნახული მასშტაბით დარღვევებს.

ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით და ვლოცულობთ მათთვის. მთელი ჩემი ოფისის სახელით მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა პირადად უკრაინის ომბუდსმენის ქალბატონ ლუდმილა დენისოვას და მთელი მისი ოფისის მიმართ.

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!


© ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებელი


Ми засуджуємо відкриту широкомасштабну агресію Росії по відношенню до незалежної, мирної та демократичної України.

Вторгнення Росії в Україну та початок збройного конфлікту є неприпустимим актом агресії, що порушує норми міжнародного та гуманітарного права. Війна в будь-якому разі буде руйнівною та призведе до безпрецедентних порушень прав людини.

В цей непростий час ми підтримуємо братський народ України та молимося за нього. Від імені всього офісу Уповноваженого з прав людини я хотіла б ще раз підкреслити нашу особисту підтримку Уповноваженому з прав людини в Україні пані Людмилі Денісовій та всьому апарату Уповноваженого з прав людини.

Миру немає альтернативи

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)