ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა დამამცირებლად მოხსენიების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა დამამცირებლად მოხსენიებისდა სტიგმის შემცველი დამოკიდებულების გამოხატვის ბოლო პერიოდში გახშირებულ შემთხვევებს, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან.

სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმა კვლავ ძლიერია ქვეყანაში და ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორო მოპყრობის სამიზნე, ხოლო საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება აფერხებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობა არსებული სტიგმის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)