სახალხო დამცველის აპარატს სამუშაო ვიზიტით თურქეთის დელეგაცია ეწვია
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სამუშაო ვიზიტით თურქეთის დელეგაცია ეწვია. 25 ივლისს გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებმა და თურქეთის დელეგაციის წევრებმა პრევენციის ეროვნულ მექანიზმებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, პროფესიულ საქმიანობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები ასევე, მოინახულებენ დროებითი მოთავსების იზოლატორს და N16 პენიტენციურ დაწესებულებას.
თურქეთის დელეგაციაში შედიან თურქეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელის მოადგილე ალიშან ტირიაკი და გუნდის სხვა წევრები ბურჰან ერკუში, დილექ ერთურქი, ისმაილ აიაზი, თიგჩე დოგერი და მუსტაფა არსლანი