სახალხო დამცველის აპარატის სამძიმრის წერილი
დღეს ჩვენი კოლეგა თემურ ქორიძე გარდაიცვალა...
საქმიანი, ნიჭიერი, სწორი ღირებულებების მქონე ადამიანი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაში იყო.
ადამიანი, რომელიც არ უშინდებოდა ახალ იდეებს, ახალ გამოწვევებს. ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული აპარატის საქმიანობაში. მას ვენდობოდით, მისი იმედი გვქონდა...
თემური 6 წელი მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში; იგი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა და საყვარელი საქმის საკეთებლად ყოველთვის მზად იყო, დროისა თუ ადგილის მიუხედავად.
ახალგაზრდა, მხიარული, კეთილი, ორი ულამაზესი გოგოს ამაყი და ბედნიერი მამა.
ყველას დაგვაკლდა...
დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ თემურის ოჯახს...
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, თქვენთან ერთად ვიზიარებთ ამ გულისტკივილს.