სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის შემდგომ, სოფელ სასირეთში მდებარე კოშკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში მდებარე ცილინდრულ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
კოშკის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლებთან სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019 წლის 8 მაისს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სოფელში XVI-XVIII საუკუნეებისსათვალთვალო–სასიგნალო დანიშნულების კოშკი დგას, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება.