სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისი ახალ მისამართზე აგრძელებს მუშაობას
სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისი 2022 წლის 17 იანვრიდან ახალ მისამართზე აგრძელებს მუშაობას. ოფისი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ქალაქ თელავში ვაჟა-ფშაველას N 3 _ში მდებარე შენობაში.
აქვე გაცნობებთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მიღების დღედ განისაზღვრა ყოველი კვირის სამშაბათი.
მოქალაქეებს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81 დაკავშირება შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში.