ახალი ამბები

სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში - ევროსასამართლოსა და გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ალტერნატიული ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშებზე.

ალტერნატიული ანგარიში მიმოიხილავს 2024 წლის მდგომარეობით საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზოგად ღონისძიებებს შემდეგ საქმეებში: „ცინცაბაძის ჯგუფი“, „იდენტობის ჯგუფი“, „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „თხელიძის ჯგუფი“.

ამავდროულად, ანგარიშში მიმოხილულია გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისა და ბავშვთა უფლებების კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები საქმეზე „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“, ხანუმ ჯეირანოვას საქმესა და საქმეზე „ანა არგანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.

დოკუმენტში გაანალიზებულია, თუ რამდენად საკმარისია ზემოაღნიშნული საქმეების აღსასრულებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ანგარიში ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ლგბტ+ თემის შეკრების თავისუფლება, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებზე მართლმსაჯულების განხორციელების ხარვეზები და ა.შ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)