სახალხო დამცველი ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ თანამშრომელს შეხვდა
2019 წლის 3 მაისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ თანამშრომელს მაია სტეფნაძეს შეხვდა, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს სოციალურ ქსელში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოწოდებული ინფორმაცია განსხვავებული მოსაზრების/შეხედულების დაფიქსირების გამო დისკრიმინაციის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სახალხო დამცველის აპარატი, თანასწორობის მექანიზმის ფარგლებში, შეისწავლის მაია სტეფნაძის განცხადებას და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შეფასების შემდეგ დაადგენს მოხდა თუ არა შრომის უფლების დარღვევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო.
სახალხო დამცველი საქმისწარმოების ფარგლებში ინფორმაციას გამოითხოვს ტელეკომპანია იმედიდან“ და ორივე მხარეს მიეცემა საკუთარი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობა.