სახალხო დამცველი თბილისის სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას - განახლების, სიკეთის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულს ულოცავს და მათ კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს.
2025 წლის 14 დეკემბერს სახალხო დამცველი თბილისის სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.