ახალი ამბები

სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრისადმი-,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

2025 წლის 26 დეკემბერს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრისადმი-,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით მიმართა სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს.

ლევან იოსელიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ყველა მისი ანგარიში იწყება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებებით; ისაუბრა შერიგების პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის მნიშვნელობაზე; ხაზი გაუსვა რეგიონის მრავალეთნიკურ და ტოლერანტულ გარემოს, რომელიც ისტორიულად განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო სამცხე-ჯავახეთში.

ღონისძიება სახელწოდებით „ბედი აფხაზი ხელოვანისა“, გამოჩენილი აფხაზი მოღვაწის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)