სახალხო დამცველი სამოქალაქო ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს გაეცნო
განათლების სისტემაში ბილინგვური სწავლების მეთოდის დანერგვის მნიშვნელობაზე, არაქართულენოვან სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების საქართველოში გამოცემის აუცილებლობასა და 1+4 პროგრამაში ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველს, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გააცნო.
პრეზენტაციაზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხედვა, მიზნები, ამოცანები, შესრულების კოორდინაცია და ანგარიშგების საკითხები განიხილეს.