ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს შეხვდა

2023 წლის 26 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრიი კასიანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)