სახალხო დამცველი საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა
2023 წლის 22 მარტს ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, პირველად შეხვდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს.
ქალბატონმა ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა; ასევე, დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს თავისი სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია.