სახალხო დამცველი საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
„მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც დღეს ზეიმობენ ნოვრუზ ბაირამს - გაზაფხულის შემოსვლის, დღისა და ღამის გათანაბრების და დედამიწის გამოცოცხლების ლამაზ დღესასწაულს. მე დღეს მთელი გულით ვუერთდები ამ ზეიმს. სასიკეთო ცვლილებები და წარმატებები მოეტანოს ამ დღესასწაულს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში“, – საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა და ამავე წლიდან იგი საქართველოშიც სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.