ახალი ამბები

სახალხო დამცველი ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საუკუნოვან კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე, თანადგომაზე და ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის განვითარებაში საქართველოს მოქალქე ეთნიკური აზერბაიჯანელების წვლილზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით ნოვრუზ-ბაირამს (გაზაფხულის ბუნიობას) აღნიშნავენ, მომავალი დღესასწაული მიულოცა და უსურვა შეძლონ ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რომელსაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)