სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 12 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვის გამო
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.
სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით.
2023 წლის 17 მარტს, დილით დიდი დიღმის ერთ-ერთ სკვერში 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვნეს.