სახალხო დამცველი მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს ულოცავს
საქართველო მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციების ქვეყანაა. სწორედ ამ ქრისტიანულმა ტრადიციებმა, ქრისტიანულმა კაცთმოყვარეობამ და შემწყნარებლობამ აქცია საქართველო და მისი დედაქალაქი ყველაზე მიმზიდველ მხარედ, სადაც ყველა რელიგიისა და ერის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობდნენ და შრომობდნენ; ერთად იღწვოდნენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ერთად ზეიმობდნენ თავის რელიგიურ და ეროვნულ დღესასწაულებს.
დღეს საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს და იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით შეძლებს დემოკრატიული, თავისუფალი, თანასწორუფლებიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.