სახალხო დამცველი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობას ულოცავს
7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობას ულოცავს და მათ ოჯახებს სიყვარულს, მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას უსურვებს.