სახალხო დამცველი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
2018 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ სტუმარს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო; მიმოიხილა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, სასამართლო, სამართალდამცავ და პენიტენციურ სისტემებში არსებულ ვითარება.
ასევე, ისაუბრეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სიძულვილის ენის გამოყენების შემაშფოთებელ ტენდენციაზე, წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებზე და სახალხო დამცველის როლზე სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად.
სახალხო დამცველი მიესალმება გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში და გამოხატავს მზადყოფნას გერმანიის ფედერალური რესპულიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობის.