სახალხო დამცველი დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ხელმძღვანელს შეხვდა
2023 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ხელმძღვანელს კენეტ ვოლაკს და ფონდის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელს იან მაკქუინიტს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არასამთავრობო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე და უფლებადამცველთა მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.
სტუმრებმა ლევან იოსელიანს თანამდებობაზე არჩევა მიულოცეს და პატივისცემა გამოხატეს სახალხო დამცველის აპარატის, როგორც სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ინსტიტუციის მიმართ.