სახალხო დამცველი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
2021 წლის 23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მიულმანს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე, მის მანდატსა და პრიორიტეტებზე. ასევე, ის გამოწვევები განიხილეს, რაც დღეს საქართველოში მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე დგას.