სახალხო დამცველი 1990-იან წლების კონფლიქტისას აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
2023 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. სახალხო დამცველმა პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.
სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად შეაფასა უგზო-უკვლოდდაკარგულთა მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი და მანდატის ფარგლებში ჰუმანიტარულ მისიაში ჩართვის მზაობა გამოთქვა.