საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას
„მადლობა მათ ვინც 9 აპრილს თავისუფალი საქართველო კიდევ ერთხელ გააჩინა მსოფლიო რუკაზე, მათი ხსოვნა მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ, დღეს მე აქ მოვედი ჩემ შვილთან ერთად, რომ მანაც იცოდეს, თუ რის ფასად არის მოპოვებული თავისუფლება, ამ ადამიანების სიცოცხლის და შემდგომი 35 წლის მანძილზე განუწყვეტელი ბრძოლის ფასად“.