საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური განცხადება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით
2020 წლის 21 მარტს ეპიდემიის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2020 წლის 21 აპრილამდე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გამოცემულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ძალაშია.
მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსახლეობას დამატებით განუმარტოს საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული სამართლებრივი რეჟიმი, შეზღუდული უფლებები და ახალი რეგულაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებთან არის კავშირში.