საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველმა ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მაიგო დაღუპულთა ხსოვნას.
„30 წლის წინ მშვიდობიანი ანტისბჭოთა დემონსტარცია დაარბია საბჭოთა არმიამ, ეს არის ტრაგიკული დღე, თუმცა ეს დღე ქართველ ერს აერთიანებს თავისუფლების იდეის გარშემო და ყოველთვის გვახსენებს, თუ რა ფასად დაგვიჯდა თავისუფლება.
ჩვენი ყველას ვალია, რომ დარბევის მსხვერპლთა სახელები არასდროს იყოს დავიწყებული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.