ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის საქმიანობას გაეცნენ

2025 წლის 3 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე ეწვია და აპარატის თანამშრომლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობა გააცნო.

გვანცა ჩხეიძემ ისაუბრა სამსახურის მანდატზე და კომპეტენციაზე, მომხმარებელთა განცხადებების მიღების მექანიზმზე, საქმეების შესწავლის მეთოდზე, კონსულტაციის სერვისის ხელმისაწვდომობაზე და ცნობიერების ამაღლების კამპანიაზე, რომელსაც კომუნიკაციების ომბუდსმენი განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობასთან ეწევა.

საქართველოს სახალხო დამცველი და კომუნიკაციების ომბუდსმენი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობენ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისდასაცავად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)