ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

2022 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ელჩს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის პრიორიტეტები და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო. ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატი წევრის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის 12 ვალდებულების შესრულების საკითხზე.

შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე ესწრებოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)