საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა
2021 წლის 12 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
სახალხო დამცველის განცხადებით, განიხილეს 5 ივლისს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები; ასევე, მიმდინარე გამოძიების ხარვეზები; და ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობას, რაც დღემდე არ მომხდარა.
დახურულ შეხვედრაზე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე და ზოგადად ქვეყანაში ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველმა სურვილი გამოთქვა, უფრო ხშირად გაჟღერდეს საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები საზოგადოებისადმი, რაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების დასაცავად.