ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2025 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ამჟამად არსებული მდგომარეობა განიხილეს; ყურადღება გაამახვილეს სახალხო დამცველსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)