საქართველოს სახალხო დამცველი კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ჩაერთო
2021 წლის 29 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკურ საავადმყოფოში) ასტრა-ზენეკას ვაქცინით აიცრა.
სახალხო დამცველმა ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე პანდემიის აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თანამდებობის პირთა ვალდებულებას მაგალითის მიმცემი იყვნენ ქვეყნის მოსახლეობისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად გავრცელებული შეხედულებებისა, ასტრა-ზენეკას ვაქცინის ეფექტიანობა დადასტურებულია შესაბამისი ორგანიზაციების მიერ მას.
„მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. რაც ქვეყანას ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. უფრო მეტი ვაქცინა უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, უფრო მეტი ვაქცინა უნდა ჩამოვიდეს, მივენდოთ მეცნიერებას და ყველამ ავიცრათ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.