ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე სეიმის ომბუდსმენების ოფისს ეწვივნენ

2021 წლის 19 ნოემბერს ლიეტუვაში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სეიმის ომბუდსმენების ოფისის ხელმძღვანელს, სეიმის ომბუდსმენს ავგუსტინას ნორმანტასის და სეიმის ომბუდსვუმენს მილდა ვაინიუტეს შეხვდნენ.

სტუმრები სეიმის ომბუდსმენების ოფისის ფუნქციებს, საქმიანობასა და მანდატებს გაეცნენ; ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგად საკითხებზე.

ომბუდსმენის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბრისას ავგუსტინას ნორმანტასმა სეიმის ომბუდსმენების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ლიეტუვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 9 ნოემბერს მიღებული დადგენილება განიხილა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ხაზს უსვამს ომბუდსმენის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)