საქართველოს სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
2022 წლის 15 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქ-ნი კელი დეგნანი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა.
შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ქ-ნ ელჩს გააცნო თავისი ხედვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის ძირითადი წინაპირობაა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები განიხილა; ასევე, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.