საინფორმაციო შეხვედრების ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში
2019 წლის 5 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლებმა მადონა ბასილაძემ და თამთა ჩეჩელაშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვარციხე, როხსა და წითელხევში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის უფლებამოსილებაზე, აპარატის სტრუქტურაზე, ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებზე და ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ხაზი გაუსვეს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის როლსა და საქმიანობას. განიხილეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები.
შეხვედრების მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ერთობლივ საინფორმაციო ღონისძიებებში ორმხრივ ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.
სოფლების მაცხოვრებლებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ინსტიტუციის მანდატზე, თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით საზედამხედველო ფუნქციაზე, საქმის შესწავლის შედეგებისა და მომართვის ფორმებზე. მოსახლეობამ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, მათ შორის სოფლების შიდა გზების, ასევე მერიის წარმომადგენლობების შენობების მოუწესრიგებლობაზე, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემასა და წყალარინების სისტემის გაუმართაობაზე ისაუბრეს.
უფლებადარღვევის ფაქტების პროაქტიული გამოვლენის მიზნით, სახალხო დამცველის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.