ახალი ამბები

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის განცხადება

საერთაშორისო ომბუდსმენისინსტიტუტის საზოგადოების სახელით, საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტმა პიტერ ტინდალმა და გენერალურმა მდივანმა გიუნტერ კრაუტერმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისმხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადებაშისაერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს სახალხო დამცველის, მისი საგამოძიებო საქმიანობის და მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული უარყოფითი განცხადებებისა და დამაზარალებელი შენიშვნების გამო. პრეზიდენტი ტინდალი და გენერალური მდივანი კრაუტერი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ომბუდსმენის ინსტიტუტი ყველა დემოკრატიის ძირითად ელემენტს და კონსტიტუციური რეალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სამართლებრივ სახელმწიფოში ომბუდსმენის დამოუკიდებელი საგამოძიებო მანდატის სრული პატივისცემა და მხარდაჭერა საუკეთესო საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს.“

შესაბამისად,საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი მოითხოვს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის პატივისცემას და ომბუდსმენის საქმიანობაზე დასაბუთებულ და პროფესიულ რეაგირებას.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სახალხო დამცველზე თავდასხმებისაგან

ვენა, 2017 წლის 5 დეკემბერი

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტისათვის ცნობილი გახდა იმ სირთულეების შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მისი ერთ-ერთი წევრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და მოქმედი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი 188 დამოუკიდებელ ომბუდსმენთა ინსტიტუტის თანამშრომლობის ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა. მისი მიზანია გააძლიეროს და ხელი შეუწყოს ომბუდსმენის კონცეფციას და ომბუდსმენთა თანამშრომლობისა და ქსელის განვითარებას მთელ მსოფლიოში.

ომბუდსმენის ფუნქციას წარმოადგენს საჩივრების დამოუკიდებელი და ობიექტური განხილვა, რათა გამოასწოროს ადამიანის უფლებათა დარღვევებით გამოწვეული უსამართლობა. ომბუდსმენის მნიშვნელოვან ამოცანას ასევე წარმოადგენს საზოგადოებისადმი გაწეული მომსახურებების გაუმჯობესება, სისტემური შეცდომების გამოვლენის და გამოსწორების გზით. ხოლო საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი მხარს უჭერს ომბუდსმენის ინსტიტუტების ძალისხმევას, უზრუნველყონ დარღვეული უფლებების აღდგენა დამოუკიდებელად, სამართლიანად და ობიექტურად.

ყოველივეზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ სახალხო დამცველის და მისი აპარატის საგამოძიებო საქმიანობის და ანგარიშების შესახებ უარყოფითი განცხადებები და საზიანო შენიშვნები გამოთქვეს მინისტრებმა, პარლამენტის სპიკერმა და სასამართლომაც კი.

ნებისმიერიომბუდსმენის საქმიანობაში გარდაუვალია სახელისუფლებლო ორგანოების შესახებ კრიტიკული ანგარიშების მომზადება, თუმცა, ომბუდსმენსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. ეს საშუალებას აძლევს სახალხო დამცველს, დაეხმაროს პარლამენტს უზრუნველყოს საჯარო ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულება და დაიცვას მოქალაქეთა უფლებები. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების და დაინტერესებული უწყებების ინფორმირება და ანგარიშების გამოქვეყნება, შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს მოლოდინი, რომ ამგვარ ანგარიშებს სათანადოდ გაითვალისწინებენ და მათთან დაკავშირებით იმოქმედებენ.

იმისათვის, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტებმა წარმატებით განახორციელონ პარლამენტის მხარდაჭერა სისტემური შეცდომების იდენტიფიცირების და გამოსწორების თვალსაზრისით, მათ უნდა მოუსმინონ. მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა საზიანო და უარყოფითმა შენიშვნებმა შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს ომბუდსმენის საქმიანობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ კოლეგა ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საერთაშორისო დონეზე აღიქმება, როგორც ომბუდსმენის ინსტიტუტის და მისი სერვისებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების უფლებების უპატივცემლობის მტკიცებულება. ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახლოვდება ახალი სახალხო დამცველის არჩევნები.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის წევრებმა 2016 წლის ნოემბერში მიიღეს ბანგკოკის დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს მათ ურთიერთგაგებას იმის შესახებ, რომ ომბუდსმენი არ უნდა ექვემდებარებოდეს დაშინებას ან მუქარას, რამაც შესაძლოა შეზღუდოს მისი დამოუკიდებლობა და ძირი გამოუთხაროს მის შესაძლებლობებს, დაიცვას მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. დეკლარაციის შესაბამისად, საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ზემოაღნიშნულ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მკაცრად გმობს ომბუდსმენ ნანუაშვილის და სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს.

ომბუდსმენის ინსტიტუტი ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ელემენტს და კონსტიტუციური რეალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სამართლებრივ სახელმწიფოში, ომბუდსმენის დამოუკიდებელი საგამოძიებო მანდატის სრული პატივისცემა და მხარდაჭერა საზოგადოებრივ ინტერესშია. შესაბამისად, საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის პატივისცემას და ომბუდსმენის საქმიანობაზე დასაბუთებულ და პროფესიულ რეაგირებას მოითხოვს.


პიტერტინდალი
საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტი

გიუნტერ კრაუტერი
საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის გენერალური მდივანი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)