საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები: შესაძლებლობები, რისკები და ხედვა უკეთესი მომავლისათვის
2025 წლის 27-28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო დოჰაში (კატარის სახელმწიფო) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელზეც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მოხსენებით გამოსვლისას თამარ გვარამაძემ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის ნეგატიურ გავლენაზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციაზე; ასევე ხაზი გაუსვა თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალური საჩივრების განხილვა, სისტემური მონიტორინგის განხორციელება, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების გამართვა, რის შედეგადაც შესაძლებელია შემცირდეს ხელოვნური ინტელექტის ნეგატიური გავლენა ადამიანის უფლებებზე.
ამასთან, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, როგორც ENNHRI-ს ბორდის წევრმა, ისაუბრა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის ევროპული ქსელის ინიციატივებზე და კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით ქსელის უკანასკნელი წლების გამოცდილება გაუზიარა.