ახალი ამბები

რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო უწყებებისადმი წარსადგენი რეკომენდაციების შემუშავების თაობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარე თათული თოდუა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე რელიგიათა საბჭოს წევრებმა, დარგის ექსპერტებთან - თამთა მიქელაძესთან, თამარ კინწურაშვილთან და სოფიო ზვიადაძესთან ერთად, განიხილეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც შემდეგ პრობლემატურ საკითხებს შეეხება: შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის არაეფექტური გამოძიება, არაეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, საგადასახადო უთანასწორობა, ტოლერანტობის კულტურის დაბალი ხარისხი განათლების სისტემაში, საკულტო ნაგებობების დაბრუნებისა და მოვლა-პატრონობის საკითხი, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ბარიერები და მედიასთან დაკავშირებული საკითხები.

13.04.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)