ახალი ამბები

რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 20 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან პაატა ბელთაძესთან და სახალხო დამცველის მოადგილესთან ნათია კაციტაძესთან.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს ასახული სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენების რელიგიის თავისუფლების ნაწილში. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფო უწყებებისადმი მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენისა და ადვოკატირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო საბჭოსა და სახალხო დამცველს შორის არსებული თანამშრომლობის მარეგულირებელი დებულების განახლების საკითხებს. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველის მოადგილეებთან და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს, რა ცვლილებები შეიტანონ დებულებაში იმისათვის, რომ საბჭოს საქმიანობა უფრო ქმედითი და ეფექტური გახდეს.

20.01.16



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)