რეგიონული ოფისების მიერ ჩატარებული ღონისძიებები ბავშვთა დაცვის საერთაშორის კვირეული ფარგლებში
2022 წლის 1 ივნისს ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშნვის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამმართველოების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, ზემო სვანეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სტუდენტებთან.
შეხვედრებზე სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს 1 ივნისის მნიშვნელობაზე, ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებზე; განიხილეს ბავშვის უფლებები, ბავშვთა კეთილდღეობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, ბავშვის უფლებების და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემები; ასევე, ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველის საქმიანობა და რეკომენდაციები გააცნეს შეხვედრების მონაწილეებს.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სახალხო დამცველის საქმიანობამ, ბავშვის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის და ბავშვის უფლებების კოდექსის პრაქტიკაში ამოქმედების საკითხებმა. დაიგეგმა სამომავლო საინფორმაციო შეხვედრები ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის სპეცილური და საპარლამენტო ანგარიშის გასაცნობად.
სახალხო დამცველის რეგიონული ოფისები აქტიურად ახორციელებენ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელთა სამიზნე ჯგუფიც სწორეს ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები არიან.
ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით სხვადასხვა თემებზე შეხვედრები, დისკუსიები და საუბრები გაიმართა:
იმერეთში საიას ქუთაისის ფილიალის სტაჟიორ-სტუდენტებთან, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის აღმზრდელებთან, მშობლებთან და ბავშვებთან.
სამეგრელოში - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ხოლო ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
ზემო სვანეთში - მესტიის სკოლა გიმნაზიის მოსწავლეებთან, მესტიის მე-3 საბაზო სკოლის მოსწავლეებთან, ლენტეხის მუნიციპალიტეტის II საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
გურიაში - ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, სამოქალაქო კლუბის წევრ ახალგაზრდებთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო მარის სახელობის საჯარ სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.
აჭარაში - ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საქველმოქმედო ფონდ „იალქანის“ ბავშვებთან. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მასწავლებლებთან, სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან თემაზე.